Friday, September 6, 2013

სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება : ძალადობა
პროექტის მოკლე აღწერა :მოზარდმა გაათვითცნობიეროს, თუ რა არის ჯანსაღი საზოგადოება და გაიაზროს, რომ აუცილებლად უნდა იყოს ჯანსაღი, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად, რათა გახდეს ჯანსაღი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი.
პროექტის აქტუალობა:XXI საუკუნის ერთერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა ძალადობა მოზარდებს შორის. მოზარდთა სისასტიკე აღარავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს. მასმედია ამაზე ბევრს საუბრობს. მოზარდთა შორის ძალადობისა და დანაშაულებათა ტალღა  ყოველდღიურად იზრდება, რაც ჩვენი ქვეყნისა და ერისათვის უკვე ჭეშმარიტ უბედურებად იქცა;  აუცილებელია, ამ პრობლემის შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ როგორც მშობლები, ისე მეგობრები და ის უფროსი ასაკის ადამიანები, რომლებთანაც აქვთ ბავშვებს/მოზარდებს ურთიერთობა. 
პროექტის მიზნები: პედაგოგებთან, სკოლის ფსიქოლოგებთან, სოციალურ მუშაკებთან მუშაობა. მოზარდებთან მათი ურთიერთობა.
მონაწილეთა ასაკი: 13–17 წელი
ვადები/ხანგრძლივობა:ორი თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: პროექტის მსვლელობისას მოპოვებული მასალა, პროექტის დასრულების შემდგომ განთავსდება ბლოგზე. 
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:კომპიუტერი, ინტერნეტი ფოტოაპარატი.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): მასალების მოძიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით, დისკუსიის გამართვა, შეხვედრები სამართალდამცავ ორგანოს მუშაკებთან, იურისტებთან, ფსიქოლოგებთან, ექიმებთან. მუშა ჯგუფებში, შემდეგ კი სკოლის კონტიგენტთან ლექცია-საუბრები, პრეზენტაციის მოწყობა, ბუკლეტების , სკოლის გაზეთის შექმნა.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართული -სხვადასხვა საშუალებებით ინტერნეტი, ბიბლიოთეკა. . . სარგებლობის ჩვევების ჩამოყალიბება, მსჯელობის უნარის განვითარება, დისკუსიაში და პრეზენტაციაში მონაწილეობა.
ხელოვნება - წარმოშობილი იდეების ნამუშევარში გადმოცემა, მონაწილეობა სხვადასხვა სახის ღონისძიებებში, ფოტოების, ბუკლეტების, რეკლამის, ნახატების გამოფენა.


უცხო ენა- მოსწავლე მოიპოვებს მისთვის საჭირო ინფორმაციას უცხო ენაზე, თარგმნის, აყალიბებს აზრს.

საინფორმაციო ტექნოლოგიები-ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, გაცვლა, ისტ-ის საშუალებების მოხმარების დემონსტრირება, ელექტრონულ ფორმატში არსებული რესურსების განთავსება.


პროექტის  ხელმძღვანელი: ნინო ზედგინიძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: ninozedginidze404@gmail.com